Libra-ს ასოციაცია მარეგულირებლის რეკომენდაციას ელოდება

0
1281

G7– ის მიერ Libra-ს აქტივების ბოლოდროინდელმა უარყოფამ კომპანიის განვითარება მაინც ვერ შეაფერხა.

Libra-ს ასოციაციამ, რომელიც ზედამხედველობს ჯერჯერობით გამოუქვეყნებელ კრიპტოვალუტას, აირჩია მთავარი ფინანსური ოფიცერი და რისკის მთავარი ოფიცერი პროექტისთვის.

“იან ჯენკინსი, რომელიც კონსულტაციებს გასცემს HSBC–ისთვის, ზედამხედველობას გაუწევს Libra Network– ის ფინანსებს და რისკების მართვას”, ნათქვამია განცხადებაში.

”იანის ღრმა გამოცდილება გლობალურ ფინანსებში, რისკებსა და სტრატეგიაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება Libra-ს ხედვის გაცოცხლებაში”, – თქვა ჯეიმს ემეტმა, Libra Networks-ის მმართველმა დირექტორმა. ემეტი ასოციაციას 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ახალი ამბები მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ G7-მა ჯგუფმა განმარტა, რომ პროექტის დაწყებამდე საჭიროა შესაბამისი მარეგულირებელი ზომების მიღება.

მათი თქმით არცერთი სტაბილკოინის გააქტიურება არ უნდა მოხდეს და ჩაშვება გლობალურ ბაზარზე, მანამდე სანამ არ გაივლის ზედამხედველის და მარეგულირებლის ყველა ტესტს და დაკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს.

სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი რისკების და ფინანსური ოფიცრების მოწვევა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი