ილონ მასკის კომენტარის შემდეგ Dogecoin-ის ფასი მკვეთრად შემცირდა

0
1286

Dogecoin-ის ფასი 23%-ით მას შემდეგ დაეცა, რაც ილონ მასკმა კრიპტოვალუტის კრიტიკა მისი მფლობელების გამო დაიწყო.

Dogecoin-ის (DOGE) ღირებულებამ 15 თებერვალს მიაღწია რეკორდულ მინუს ნიშნულს. ეს კი მას შემდეგ, რაც ელონ მასკმა ყურადღება გაამახვილა DOGE მონეტების უთანასწორო განაწილებაზე. მან მსხვილ მფლობელებს მოუწოდა გაყიდონ თავიანთი საკუთრება.

Dogecoin–ს აქვს ერთ–ერთი ყველაზე არათანაბარი მონეტის დისტრიბუცია კრიპტოვალუტის სივრცეში. მაგალითად, 28,7%-ს ფლობს მხოლოდ ერთი ადამიანი, ხოლო 12 მფლობელს აქვს მიწოდების თითქმის 50%. 14 თებერვალის ელონ მასკმა “ტვიტერზე” დაპოსტა:

”თუ Dogecoin–ის მსხვილი მფლობელები თავიანთი მონეტების უმეტეს ნაწილს გაყიდიან, აღნიშნული პროცესი ჩემს სრულ მხარდაჭერას მიიღებს. ერთადერთი რეალური საკითხი კრიპტოვალუტის დიდი კონცენტრაციაა, რომელიც არათანაბრადაა განაწილებული.“

შვიდი საათის შემდეგ, Dogecoin–ის ფასი 23%–ით დაეცა. კრიპტოვალუტის კურსი 0,063–დან 0,048 დოლარამდე მერყეობდა.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 თებერვალს, დღის ბოლოს, Dogecoin-ის ღირებულება 0.059 დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი