Monerium-ი: ევროპის ცენტრალური ბანკს აქვს საშუალება ჰქონდეს ციფრული ევრო

0
1275

Consensys–ის მხარდაჭერით ელექტრონული ფულის გამომცემელი Monerium-ი ფიქრობს, რომ ციფრული ევროსკენ მიმავალი გზა უფრო მარტივია, ვიდრე ევროპის ცენტრალური ბანკი გვთავაზობს.

2019 წლის ზაფხულში Monerium-ი გახდა პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც მიიღო ლიცენზია ისლანდიის მარეგულირებლისგან, როგორც ახალი ევროპული მარეგულირებელი სისტემა ელექტრონული ფულის მომსახურებისთვის ევროპის ეკონომიკურ ზონაში.

მან უზრუნველყო ტრადიციული ფულით გადახდის სერვისები ეთერიუმის Blockchain-ის გამოყენებით.

ევროპის ცენტრალური ბანკისთვის გაცემულ პასუხში, Monerium-ი ამტკიცებს, რომ ევროპამ უნდა აღიაროს, რომ მას უკვე აქვს “ციფრული ევროს დადასტურებული ფორმა”.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მაცხოვრებლები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ისინი გადასახადებს უკონტაქტოდ, ანუ ციფრულად იხდიან.

განსაკუთრებით პანდემიის და იზოლაციის პირობებში ეს უკანასკნელი ბევრად მისაღები გახდა. შესაბამისად ციფრულად გადასახადების გადახდის ტენდენციაც სწრაფად მიიწევს პოპულარობის პიკში, რასაც ადასტურებს ევრობანკის პრეზიდენტი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროზონის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები აპირებენ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ დასკვნა, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას შეეხება.

”პანდემია კატალიზატორის როლს ასრულებს და აჩქარებს ციფრულ ვალუტაზე გადასვლას. მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა იმედოვნებს, რომ გააგრძელებს ციფრული სერვისების გამოყენებას ისე ხშირად, როგორც ახლა ან კიდევ უფრო ხშირად”,- განაცხადა ქრისტინ ლაგარდმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი