CoinDCX-მა დაფინანსების რაუნდში 135 მილიონი დოლარი შეაგროვა

0
908

კრიპტობირჟა CoinDCX-ი ინდოეთის პირველი კრიპტო ბიზნესი გახდა, რომელმაც D სერიის დაფინანსების რაუნდი დაასრულა და შედეგად 135 მილიონი დოლარი შეაგროვა.

დაფინანსების რაუნდის მიზანი სხვადასხვა Web3 და კრიპტო ინიციატივის მხარდაჭერაა.

დაფინანსების ამ რაუნდმა კომპანიის შეფასება თითიქმის გააორმაგა და 2.15 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ სერიას ხელმძღვანელობდნენ Pantera და Steadview.

არსებული ინვესტორები, როგორიცაა B Capital Group-ი, Coinbase-ი, Polychain-ი და Cadenza ასევე შეუერთდნენ დაფინანსების რაუნდს, რათა კრიპტო ბირჟაზე თავაინთი ინვესტიციების მოცულობა გაზარდონ.

განცხადების თანახმად, განათლება, ინოვაცია და შესაბამისობა არის CoinDCX-ის ფოკუსის ძირითადი სფეროები. თუმცა, პარალელურად, ინდოელ ინვესტორებს შორის კრიპტო და Blockchain ცნობიერების გავრცელებას და ამაღლებასაც უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბირჟამ რისკის მართვისა და შესაბამისობის ჩარჩოებში მოაქცია აღნიშნული ინვესტიციები. ამით კი ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის რეკომენდაცია გაითვალისწინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი