უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Coinbase-მა მომხმარებელთა მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად, ინდოეთში გაფართოების დროს ახალი სტარტაპი შეიძინა.
Coinbase-მა ოფიციალურად განაცხადა Agara-ს, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის პლატფორმის შეძენის შესახებ, რომელიც ინდოეთსა და შეერთებულ შტატებში იმუშავებს.
შენაძენი მიზნად ისახავს Coinbase-ის მომხმარებელთა მომსახურების შესაძლებლობების გაფართოებას და ავტომატიზაციას Coinbase-ის საინჟინრო გუნდისთვის ახალი გამოცდილების შეძენის მიზნით. გარიგება ასევე ადასტურებს კომპანიის სტრატეგიას, გააფართოოს თავისი ტექნიკური ცენტრი ინდოეთში.
“Agara-ს შეძენა Coinbase-ს 40-დან 50 მილიონ დოლარამდე დაუჯდება”,- წერს TechCrunch-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კომპანია გარიგების დასრულებას წლის ბოლომდე აპირებს.
2017 წელს დაარსებული Agara მიმართულია მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
ინდოეთის საზოგადოების ციფრულ სექტორში ჩართვისკენ სვლა შეიძლება გასაკვირი იყოს მათთვის, ვინც იცნობს ბიტკოინის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც ინდოეთის ცენტრალური ბანკების მხრიდან ხორციელდება. თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ამისა, Coinbase-ი ინდოეთის ბაზრის ათვისებას აპირებს.