ვენესუელის ეროვნულ კრიპტოვალუტა პეტროს სახელმწიფო ვალუტის სტატუსი მიენიჭება

0
1952

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ეროვნული ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტა პეტრო ვენესუელაში ანგარიშის ერთეული გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ABC International-ი ავრცელებს.

სატელევიზიო მიმართვაში სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია პეტროს, როგორც ანგარიშის ერთეულს ისე გამოიყენებს.

გარდა ამისა, მთავრობა საზოგადოებას წარუდგენს ახალ სახელფასო და საქონლისა და მომსახურების ფასების სისტემებს, სადაც პეტროთი ოპერირება შესაძლებელი გახდება.

PDVSA-ს წარმომადგენლის თქმით, მადუროს განცხადება, რომელიც პეტროზე დაფუძნებულ სახელფასო სისტემას შეეხება ნიშნავს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შემოსავლების კუთხით.

20 აგვისტოდან ვენესუელას ექნება ორი სახელმწიფო ვალუტა, პეტრო და უკვე არსებული ტრადიცული ვალუტა-ბოლივარი. როგორც ცნობილია ეს ორი ვალუტა ერთმანეთზე გარკვეულწილად ზეგავლენას მოახდენს.

თავის მხრივ, ვენესეულის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ მალე დაიწყებს ბოლივარის ფასის ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებას, რომელიც გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება პეტროს ღირებულებაზე, ხოლო პეტროს ფასი საერთაშორისო ვალუტების მიხედვით განისაზღვრება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი