ბენ ამსტრონგი Celsius-ის დამფუძნებელს უჩივის

0
820

Celsius-ის დამფუძნებელი, ალექს მაშინსკი, კრიპტო ბლოგერ ბენ არმსტრონგის სამიზნეში მოხვდა. ბენ ამსტრონგი აპირებს საჩივრის შეტანას საკრედიტო პლატფორმისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ.

არმსტრონგმა “ტვიტერის” მეშვეობით განაცხადა აღნიშნული სარჩელის შესახებ. ამის მიზეზი Celsius-ის პლატფორმაზე სესხების გადაუხდელობის პრობლემაა, რისი გადახდის შანსის მიცემასაც ითხოვს არმსტრონგი და ამბობს, რომ საჭიროა აღნიშნული სესხების დეპონირება, რათა საზოგადობას კვლავ შეეძლოს მათი ვალდებულებების დაფარვა.

„ჩემმა ბუღალტერმა მითხრა, რომ სესხის გადასახდელად სრულიად საკმარისი თანხა მქონდა ანგარიშზე, თუმცა მალევე გაირკვა, რომ Celsius-ის სესხის დასაფარად კიდევ უფრო მეტი თანხა იყო საჭირო.

წარმოიდგინეთ გადახდისუუნარო კომპანია, რომლიდანაც თქვენ არ შეგიძლიათ თანხის ამოღება და გთხოვოთ მეტი ფულის გაგზავნას”,- განაცხადა ბენ ამსტრონგმა.

არმსტრონგმა აღნიშნა, რომ ის ამჟამად მუშაობს ყველა დოკუმენტის შედგენზე, რათა ადვოკატებს მიაწოდოს. ეს უკანასკნელი კი აღნიშნული სარჩელის გამოსაკვლევად აუცილებელი პროცედურაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი