Toyota Motor Corporation–მა Toyota Financial Services Corporation–თან ერთად Toyota Blockchain Lab-ი შექმნა, რომელიც “ტოიოტა” ჯგუფის ექვსი კომპანიისგან შედგება. ლაბორატორია შეისწავლის, თუ როგორი შეიძლება იყოს ციფრულ სამყაროში საავტომობილო ინდუსტრიის მომავალი.
Blockchain-ის ლაბორატორია 2019 წლის აპრილში შეიქმნა. ამ ეტაპზე როგორც ცნობილი გახდა ლაბორატორიაში ბოლო 11 თვის განმავლობაში Blockchain ტექნოლოგიების პოტენციალის კვლევა მიმდინარეობდა. საავტომობილო კომპანია ახლა ცდილობს დააჩქაროს სხვადასხვა ახალი ბიზნეს ინიციატივა და გააფართოოს სტრატეგიული პარტნიორობა ჯგუფის გარეთ.
“ტოიოტა” პირველი არ არის, რომელიც Blockchain-ის დანერგვას იწყებს. დაახლოებით ერთი წლის წინ გერმანიის საავტომობილო ბრენდმა “მერსედეს-ბენცმა” Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა შექმნა.
“მერსედეს-ბენცი” გერმანიის საავტომობილო კორპორაცია Daimler AG-ის პარტნიორია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანია Icertis-თან ერთად. თავის მხრივ კი, ამერიკული კომპანია Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე იყო ორიენტირებული.
“მერსედეს-ბენცის” წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, ისინი ერთობლივად მუშაობდნენ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმაზე, რომელიც დოკუმენტებისა და კონტრაქტების კომპლექსური შენახვის საშუალებას იძლეოდა.