Blockchain-ის საგადამხდელო კომპანიამ განაცხადა, რომ იგი გაუცნობიერებლად ფლობს პატენტებს, რომლებსაც ვადა გაუვიდათ.
Blockchain საგადახდო კომპანია Rocketfuel Blockchain უჩივის საკუთარ თანადამფუძნებელს პატენტის განაცხადების არასწორად წარდგენისა და თაღლითობის გამო.
კალიფორნიის ცენტრალურ საოლქო სასამართლოში შეტანილ საჩივარში Rocketfuel-მა განაცხადა, რომ მისმა დამფუძნებელმა, ჯოზეფ პეიჯმა დამალა ის ფაქტი, რომ კომპანიაზე გადაცემული პატენტს ვადა გაუვიდა. კომპანია ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რაც მინიმუმ 5,1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
Rocketfuel–ის თანახმად, პეჯიმ კომპანიას პატენტის განაცხადები 2018 წლის მარტში გადასცა. ეს პატენტები იყო Rocketfuel-ის Blockchain პლატფორმის გადახდის რამდენიმე პროცესისთვის, მათ შორის კრიპტოვალუტის მომხმარებლის ინტერფეისის სისტემებისთვის.
ერთი წლის შემდეგ, პეიჯი გადადგა საბჭოს წევრობიდან და აქციონერებს მოსთხოვა პატენტებთ გამომუშავებული წილი, 4 მილიონი დოლარის ოდენობით, ან 100 000 ევრო და პატენტის უკან დაბრუნება, მაგრამ Rocketfuel მა განუცხადა მას, რომ პატენტების ვადა გასული იყო და აღდგენას ვეღარ შეძლებდა.
შესაბამისად საქმე სასამართლოს გადაეცა და მიმდინარეობს განხილვა.