ნიუ-იორკის აეროპორტში Blockchain-ზე დაფუძნებული აპლიკაცია ფუნქციონირებს

0
1527

Blockchain ტექნოლოგიის აპლიკაცია ნიუ-იორკის შტატის აეროპორტში მოგზაურებს რეალურ დროში მიაწოდებს ნივთების ზედაპირის სისუფთავის მონაცემებს.

ოლბანის აეროპორტმა სწრაფად გაავრცელა კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი აპლიკაციის, “Wellness Trace App-ის” ტესტირების შესახებ ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს საგნების ზედაპირის სისუფთავის დადგენას.

აპლიკაცია General Electric-მა Eurofins–თან პარტნიორობით შექმნა. აპლიკაცია მიზნად ისახავს უსაფრთხო მოგზაურობის გამოცდილებას კორონავირუსის პანდემიის დროს.

აპლიკაცია ასევე მიზნად ისახავს მოგზაურებს მიაწოდოს ინფორმაცია ზედაპირების სისუფთავის შესახებ, სანამ მოგზაურები მათ რეალურ დროში შეეხებიან. მოგზაურებს ამ ინფორმაციის შეგროვება შეეძლებათ აეროპორტში და მის გარშემო მიმოფანტული QR კოდის სტიკერების სკანირებით.

პროგრამა ასევე საშუალებას აძლევს მოგზაურებს გამოთქვან საკუთარი დაკვირვება კონკრეტული ზედაპირის სისუფთავეზე.

ოლბანის აეროპორტის ცნობით, ექსპერიმენტი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ცნობილია, აეროპორტის თანამშრომლები აპლიკაციას გამოიყენებენ აეროპორტის შიგნით და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დასუფთავების ოქმების შედაგენად.

ამჟამად 45–ზე მეტი QR შტრიხკოდის სტიკერია განთავსებული აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი