ბაჰრეინმა Binance-ს მუშაობის ლიცენზია მიანიჭა

0
942

ბაჰრეინმა, მსოფლიოში ვაჭრობის მოცულობით უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას, Binance-ს ვაჭრობის ლიზენცია მიანიჭა.

აღნიშნული ლიცენზია Binance-ის საშუალებას აძლევს, რომ ახლო აღმოსავლეთის პატარა ეკონომიკის მქონე კუნძულ-სახელმწიფოს კრიპტოვალუტის სერვისები შესთავაზოს. სერვისებს შორისაა: ინვესტირება, ვაჭრობა და პორტფელის მენეჯმენტი.

ბაჰრეინის ცენტრალური ბანკის (CBB) ხელმძღვანელმა, რაშიდ ალ მარაჯმა განაცხადა, რომ ბანკი ავითარებს რეგულაციებს, რომლებიც შეესაბამება გლობალურ ტენდენციებს, რაც ინოვაციების განვითარების საუკეთესო პრაქტიკას იძლევა.

ეს ლიცენზია Binance-ის საშუალებას აძლევს, რომ გააგრძელოს გაფართოება გლობალურ იურისდიქციებში ადგილობრივი რეგულაციების დაცვით.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბაჰრეინი იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიპტომეგობრული ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში.

CBB-მ ამ წლის იანვარში ასევე წარმატებით გამოუშვა JP Morgan-ის კრიპტო გადახდის სისტემა Onyx-ი.

კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული საგადასახადო სისტემით CBB-ს შეძლებს გადაჭრას პრობლემა, რასაც რაშიდ ალ მარაჯი ტრადიციულ ტრანსსასაზღვრო გადახდების ინდუსტრიაში არსებულ არაეფექტურობას უწოდებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი