მაინინგის კომპანიის თანადამფუძნებელი: ბიტკოინის ფასი 738.000 დოლარს მიაღწევს

0
2465

ჩინური კრიპტოვალუტის მაინინგის ერთ-ერთი კომპანიის თანადამფუძნებლის ზოუ ფუს პროგნოზით, ბიტკოინის ფასი 5 მილიონ ჩინურ იუანს ანუ 738.000 აშშ დოლარს მიაღწევს.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ შარშან, გაზაფხულზე ტექ.-ანალიტიკოსმა ტიპ დრეიპერმა განაცხადა, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარს მიაღწევდა.

ზოუ ფუ თავისი პროგნოზი კი გაცილებით დიდ მაჩვენებლებზე გადის.

მიუხედავად ამისა, ის შიშობს ამ ეტაპზე ფასების შემცირებას შესახებ. ზოუ ფუს აზრით, კრიპტოვალუტის ბაზარი ზრდის შემთხვევაში 20-ჯერ უნდა გაიზარდოს.

მან ბიტკოინის ფასის ბოლო ზრდა გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. ზოუ ფუ გულისხმობს პერიოდს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 20.000 დოლარს აღწევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის ექსპერტების პროგნოზი ყოველთვის მოიცავს როგორც ზრდის ტენდენციის შესახებ ინფორმაციას, ასევე ნეგატიურ პროგნოზებსაც.

შეგახსენებთ, რომ BTC.com-ის მონაცემებით, ზოუ ფუს კომპანია მაინინგის გლობალური ქსელის 10.45%-ს იკავებს. ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთი ციფრული ვალუტის მიმართ კვლავ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი