Barstool Sports-ის დამფუძნებელი: ბიტკოინის ფასი 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნდება

0
1323

ამერიკული ინტერნეტ ბლოგის, Barstool Sports-ის დამფუძნებელმა დეივ პარტნოიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, ბიტკოინის კურსი 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნდება.

დეივ პარტნოი გულისხმობს ბიტკოინის ისტორიულ მაქსიმუმს. 2017 წლის დეკემბერში ციფრული ვალუტის კურსი 20.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

Barstool Sports-ის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ ბიტკოინის მიმართ კვლავ პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტით ბოლო დროს სპორტის სამყარო სულ უფრო აქტიურად ინტერესდება.

იანვარში მალტაში დაფუძნებულმა Blockchain-ის სპორტული პლატფორმამ, Chiliz-მა სფეროში კრიპტოვალუტების დანერგვა დაიწყო.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბირჟაზე Fan Token–ის შეთავაზებება იქნებოდა. ტოკენები კი ინტეგრირებული იყო Socios.com– ის პარტნიორ ყველა გუნდთან.

აღსანიშნავია, რომ Socios.com-თან ესპანეთის საფეხბურთო გუნდმა, მადრიდის ატლეტიკომ პარტნიორობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო.

თანამშრომლობის მიზანი გუნდის გულშემატკივრებისთვის ასევე Fan Token-ის შექმნა იყო.

ივნისის დასაწყისში კი აშშ-ში დაფუძნებულმა ფეხსაცმლისმწარმოებელმა კომპანიამ, Nike–მა ციფრული ვალუტის დანერგვა დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, მომხმარებლებს ელექტრონულად, კრიპტოვალუტის გამოყენებით პროდუქციის ყიდვა სულ მალე შეეძლება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი