რუსეთი ციფრული რუბლის გამოშვებას უაღრესად პოზიტიურ ნაბიჯად განიხილავს

0
1372

ციფრული რუბლი შეამცირებს მოგებას ბანკში, მაგრამ დაეხმარება ბიზნესებს.

“სავარაუდოდ, რუსეთის ციფრული რუბლი შეამცირებს ბიზნესის ხარჯებს, მაგრამ კომერციული ბანკებისთვის მოგებაც შეიძლება შემცირდეს”,-აცხადებს ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ბანკის თავმჯდომარე.

მცირე და საშუალო ბიზნესის არასამთავრობო ორგანიზაციის, ”ოპორა რუსეთის” ხუთშაბათის შეხვედრაზე, ნაბიულინამ თქვა, რომ ციფრული რუბლი შეიძლება კომერციული ბანკის მოგებას ანაზღაურებდეს საკომისიოებიდან. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ბუნებრივი მოვლენაა ფინანსური მომსახურების უფრო გამარტივების თვალსაზრისით:

”ეს ბუნებრივი ნაბიჯია ფინანსური სისტემის განვითარებაში: ფინანსური შუამავლები უნდა გახდნენ ნაკლებად დატვირთულნი ეკონომიკისთვის, ფული კი იშოვნონ ახალი პროდუქტებით და მომსახურებით, იმის ნაცვლად, რომ ისარგებლონ თავიანთი მონოპოლიით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა აუცილებლად უნდა ისარგებლოს ამით”.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა ციფრული რუბლის რიგი უპირატესობები, მათ შორის უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადახდები.

”ახლა ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მოდელს, რომლებშიც ციფრული რუბლი შეიძლება არსებობდეს, რომელშიც კლიენტების, ცენტრალური ბანკისა და კომერციული ბანკების ურთიერთქმედება სხვადასხვა გზით არის ორგანიზებული, მაგრამ ეს უპირატესობები ყველა მოდელში რჩება. ეს არის სწრაფი, საიმედო და უსაფრთხო გადასახადები”,-აღნიშნა რუსეთის ბანკის თავმჯდომარე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი