მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინელი მაინერები Nvidia-ს ლეპტოპებს ეთერიუმის მოსაპოვებლად აქტიურად იძენენ.
როგორც ჩანს, ჩინელი მაინერები ყიდულობენ Nvidia-ს ახალ GeForce RTX 30 ლეპტოპებს ეთერიუმის მოსაპოვებლად. Nvidia- ს უახლესი GeForce RTX 30 ლეპტოპები სულ უფრო პოპულარული გახდა ჩინეთში, როგორც კრიპტოვალუტის მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი.
ეთერიუმის მაინინგის პოპულარულობის დამადასტურებლად გამოდგება Bilibili მომხმარებლის Fish Pond F2pool- ის ბოლოდროინდელი სახალისო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რამდენად ადვილია კრიპტოვალუტის მოპოვება ლეპტოპზე, რომელიც აღჭურვილია ახალი RTX 3060 გრაფიკული ბარათით.
ამ ლეპტოპის გამოყენებით, მომხმარებელმა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დააგროვა 0.00053 ეთერიუმი, რაც დაახლოებით 0,89 დოლარის ექვივალენტია.
შეგახსენებთ რომ, ჩინეთის ყველაზე ცნობილი მაინინგის რეგიონი არის სამხრეთ პროვინცია სიჩუანი, რომელსაც უხვად აქვს ჰიდროელექტროსადგური.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტის მიმართ საკმაოდ მკაცრ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. თავდაპირველად, აკრძალვა კრიპტოვალუტის ბირჟების დახურვით დაიწყო.
თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ იაფი ელექტროენერგიისა და ტექნიკის წარმოების გამო, ჩინეთი მაინინგისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად რჩება.