ჩილეს ეროვნული ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ეთერიუმის Blockchain-ზე დაფუძნებულ პროექტს განახორციელებს

0
3767

ჩილეს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ, ცოტა ხნის წინ დაანონსა ეთერიუმის Blockchain-ზე დაფუძნებული პროექტის განხორციელება. პროექტის მიზანია ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მონაცემების აღრიცხვა ეთერიუმის Blockchain-ის საშუალებით.

პროექტის პილოტი პირველად 27 თებერვალს გაეშვა მოქმედებაში. პილოტის მიზანი იყო მონაცემთა უსაფრთხოების, ისევე როგორც მონაცმების სიზუსტის, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საცდელი პროექტის მიხედვით, ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნის ნაცვლად, რომელიც დაუცველია თავდასხმებისგან კომისიამ რამდენიმე ეტაპის ჩამწერი სისტემა შეიმუშავა.

პირველ რიგში მონაცემები შეინახება “Energía Abierta-სა” ან ღია ენერგეტიკულ მონაცემთა ბაზაში ასიათასობით სერვერზე, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ დროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამის შემდეგ, კომისიის თანამშრომლები ღია ენერგეტიკული მონაცემის ბაზიდან მონაცემებს ეთერიუმის Blockchain-ზე გადაიტანენ.

მხოლოდ მონაცემების გადამოწმების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია ეთერიუმის ქსელში განთავსდება. ეს მინიმუმადე დაიყვანს არასწორი მონაცემების შეტანის შანსს.

ენერგეტიკის მინისტრმა, სუსანა ხიმენესმა განაცხადა, რომ მოქალქეებისა და დაინტერესებული მხარეების ნდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

“საჯარო ინფორმაცია მნიშვნელოვანია საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად ან ახალი ინსტრუმენტების შექმნისათვის, რათა საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული. ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ გავზრდით ჩვენი დაინტერესებული მხარეების, ინვესტორებისა და მოქალაქეების ნდობის დონეს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი