იტალიის ციფრული საგადახდო კომპანიები ერთინდებიან

0
2089

იტალიურმა კომპანიებმა Nexi-მ და SIA-მ გაერთიანება გადაწყვიტეს. შედეგად, ჩამოყალიბდა ახალი ფინანსური გიგანტი, რომელსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს კონსოლიდირებულ ევროპულ ბაზარზე არსებულ სხვა მსგავს ორგანიზაციებს.

Nexi იტალიის უმსხვილესი საგადასახადო კომპანიაა. SIA– სთან დადებული ხელშეკრულება კი ციფრული გადასახადების შემნის საშუალებას იძლევა. მათი საბაზრო კაპიტალი ამჯერად 15 მილიარდი ევროა ($ 17,6 მილიარდი).

დადგენილია, რომ ახალი საწარმო მიიღებს შიდა ბაზრის 70% წილს.

გარიგების დადების წინა დღეს, Financial Times-მა გაერთიანება დაახასიათა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი fintech კავშირი.

მედიაში კი მანამდე იწერებოდა Nexi–ს შესახებ. კომპანია 2018 წელს Blockchain-ზე მომუშავე იტალიური ბანკების მთავარი მხარდამჭერი იყო.

Nexi ორიენტირებულია იტალიის ბაზარზე, ხოლო SIA–მ მიიღო თავისი შემოსავლების მესამედი საზღვარგარეთ. კომპანიების გაერთიანების მოლაპარაკებები 18 თვე გრძელდებოდა. პროცესი მმართველი პირების შეხედულებებისა და ფინანსურმა შეფასებების გამო გახანგრძლივდა.

“როიტერი” აღნიშნავს, რომ COVID-19 პანდემია, სავარაუდოდ, იწვევს ციფრული გადასახადების ზრდას იტალიაში, რამაც ერთის მხრივ განაპირობა ამ ორი გიგანტის გაერთიანება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი