შვეიცარიის კერძო ბანკი Maerki Baumann-ი კლიენტების მომსახურების კუთხით სიახლე აქვს. ბანკი ციფრული ვალუტის სავაჭრო სერვისების მომსახურებას ამატებს.
შვეიცარიის ფინანსური ბაზრის მრჩეველთა ორგანოსგან ბანკმა კრიპტოვალუტის სავაჭრო სერვისების წარმოების უფლება მიიღო.
29 მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ციურიხში დაფუძნებულმა კერძო ბანკმა აღნიშნა, რომ ახალი კრიპტო ფუნქციების გაშვება 2019 წლის დასაწყისში დაწყებულ Maerki Baumann–ის კრიპტო სტრატეგიის ნაწილია.
საწყის ეტაპზე ბანკის კლიენტებს ვაჭრობა ხუთი ძირითადი კრიპტოვალუტით შეეძლებათ. ეს ციფრული ვალუტებია: ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი, ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციურიხის მახლობლად ფინანსური რეგიონი crypto valley არის შექმნილი.
აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიის crypto valley მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფედერალურ მთავრობასთან, რათა შექმნილიყო ფონდი, რომელიც fintech კომპანიებს დაეხმარებოდა.
ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ფონდი კერძო ინვესტიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაღებული თანხით შეივსებოდა.