ფილიპინების ცენტრალური ბანკი გაფრთხილებას გამოსცემს

0
922

ფილიპინებში კრიპტოვალუტის სექტორზე ზეწოლა სულ უფრო და უფრო იზრდება.

სახელმწიფო მარეგულირებლებისა და ადგილობრივი ანალიტიკოსების მხრიდან ბოლოდროინდელი საკამათო ნაბიჯების სერიის შემდეგ, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა გაფრთხილება მოქალაქეების მიმართ. ბანკი არარეგისტრირებულ ან უცხოურ კრიპტოვალუტის ბირჟებზე ვაჭრობისგან მოქალაქეებს თავის შეკავებას ურჩევს.

განცხადება თავისთავად არ ჟღერს საფრთხის შემცველად, მაგრამ თანმხლები მოვლენების კონტექსტში ეს ციფრული ვალუტის სექტორ„ე არცთუ პოზიტიურად მოქმედებს.

კვირის დასაწყისში Bangko Sentral ng Pilipinas-მა (BSP) გამოაქვეყნა გამაფრთხილებელი განცხადება ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც მტკიცედ მოუწოდებდა მათ, რომ არ დაიჭირონ საქმე ციფრული ვალუტის სერვისის პროვაიდერებთან (VASP), რომლებიც არ არიან ფილიპინებში დარეგისტრირებული, ან არ აქვთ რომელიმე სხვა უცხო ქვეყნის ნებრთვა კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე და სხვა სერვისების მიწოდებაზე.

ბანკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტებთან ნებისმიერი გარიგება თავისთავად მაღალი რისკის აქტივობაა და უცხოური პლატფორმების შემთხვევაში, არსებობს დამატებითი გამოწვევა იურიდიული რესურსების აღსრულებასა და მომხმარებელთა დაცვაში.

ამის გათვალისწინებით კი ქვეყანაში მხოლოდ 19 რეგისტრირებული VASP-ი რჩება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი