ორშაბათს, 16 აგვისტოს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. უნდა აღინიშნოს, რომ შაბათ-კვირის მანძილზე ბიტკოინის კურსი მნიშვნელოვნად მომატებული იყო. შაბათს, კრიპტოვალუტის ფასმა 48.000 დოლარის ზღვარიც კი დასძლია.
თუმცა კვირას ეს მაჩვენებელი არ შენარჩუნდა და შესაბამისად, ორშაბათს ბიტკოინის ფასი შედარებით შემცირებული კურსით ვაჭრობდა.
დღეს ბიტკოინის ფასი 45.800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბიტკოინის კურსის კლების მაჩვენებელი დაახლოებით 1.52%-ს შეადგენდა.
ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 43.8%, ხოლო ეთერიუმის 18.8% იყო.
რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახლოებით 3.150 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 16 აგვისტოს, დღის ბოლოს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 966 მილიარდ დოლარს შეადგენდა.