სკოტ მინერდის ოპონენტები კრიპტო თაღლითობაში ადანაშაულებენ

0
1134

კომპანია “გუგენჰეიმის” აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ მინერდიმ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა სოციალურ ქსელებში, როდესაც საქმე ბიტკოინს შეეხო.

საუბარია ნახევარ მილიარდიან ინვესტიციაზე, რომელსაც როგორც ჩანს, მის კომპანიას მიაწერენ. აღნიშნული ოპერაცია 31 იანვარს განხორციელდა. 500 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი Coinbase–დან კერძო საფულეებში გადავიდა.

27 იანვარს Bloomberg Television-თან ინტერვიუს დროს მან თქვა, რომ ბიტკოინზე ინსტიტუციური მოთხოვნა არ იყო საკმარისად მაღალი, რომ იგი 30 ათას დოლარზე მეტი ყოფილიყო. 31 იანვრიდან მინერდიმ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბიტკოინის კურსის შეფასება და განაცხადა, რომ მას შეუძლია მიაღწიოს 600,000 დოლარს.

როგორც ჩანს, დაინტერესებული პირებისაგან და ასევე სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან აღნიშნული მოქმედება და საუბარი თაღლითობად იქნა გაგებული.

მათ მოიყვანეს მაგალითები მტკიცებულებების სახით და სოციალურ ქსელებში აქტიურად დაიწყეს სკოტ მინერდის დადანაშაულება, რომ იგი მანიპულირებს კრიპტო ბაზრით. მოწინააღმდეგეები ხშირად იმეორებენ, რომ მან აღნიშნული ნახევრმილიარდიანი გადარიცხვით მილიარდების მოგება ნახა. თუმცა, ამ ეტაპზე, ამ ფაქტის მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ არსებობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი