სინგაპურის სავალუტო ორგანოს დამატებითი უფლებები მიენიჭა

0
1029

სინგაპურის მთავრობამ კანონმდებლობა დაამტკიცა, რომელიც სინგაპურის სავალუტო ორგანოს (MAS) კრიპტო კომპანიების კონტროლისათვის დამატებით უფლებებს ანიჭებს.

ახალი ფინანსური მომსახურებისა და ბაზრის კანონპროექტი ციფრული ვალუტის სერვისების პროვადერებს, რომლებიც სინგაპურის საზღვრებს მიღმა ეწევიან საქმიანობას, მოსთხოვს დამატებით ლიცენზიებს, რათა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებს დაექვემდებარონ.

„ციფრული ტოკენის სერვისის პროვაიდერებს მარტივად შეუძლიათ თავიანთი ბიზნესის სტრუქტურირება, რათა თავიდან აირიდონ რეგულაციები რომელიმე იურისდიქციაში, რადგან ისინი ძირითადად მოქმედებენ ონლაინ რეჟიმში“, – განაცხადა MAS-ის საბჭოს წევრმა, ალვინ ტანმა.

სავალუტო ორგანოს უფლება ექნება, რომ ციფრული ტოკენის სერვისის პროვაიდერების ინსპექტირება განახორციელოს, რათა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნები შესაბამისობაში მოიყვნოს. ამის შემდეგ კი ფინანსურ მარეგულირებლებსა და აღმასრულებელ სააგენტოებს სხვა ქვეყნებშიც დაეხმარება.

კანონპროექტი სავალუტო ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ გამოსცეს აკრძალვის ბრძანებები და სადამსჯელო ღონისძიებების სახით ჯარიმები კრიპტო კომპანიების მისამართით გამოწეროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი