საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის პლატფორმებს აფრთხილებს

0
1075

საფრანგეთის მარეგულირებელი ორგანო არაავტორიზებულ კრიპტო პლატფორმებს აფრთხილებს.

ფრანგული საფონდო ბირჟის მარეგულირებელი, Autorité des Marchés Financiers-ი, კრიპტოვალუტის ბაზრის მონიტორინგს განაგრძობს. ამ ეტაპზე ორგანომ კრიპტოვალუტის არაავტორიზებული სერვისების შესახებ გაფრთხილება გამოსცა.

მარეგულირებლის სიაში ოთხი ვებგვერდი მოხვდა, რომელიც კრიპტოვალუტის ინვესტიციებთან და 12 სავალუტო ქსელთან იყო დაკავშირებული.

ინვესტორების პოტენციურად თაღლითური ინვესტიციებისგან დასაცავად მარეგულირებელი არასანქცირებული საინვესტიციო პროვაიდერების შავ სიას პერიოდულად განაახლებს.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის მთავრობა კრიპტოვალუტის სექტორს არ ებრძვის. მარეგულირებელი მხოლოდ არალიცენზირებული სავაჭრო ქსელებისა და თაღლითური სქემების გამოვლენაზე არის ორიენტირებული.

ამასთანავე, ხელისუფლებამ მკაცრად მოუწოდა ინვესტორებს, რომ დაიცვან ავტორიზებული საინვესტიციო პროვაიდერების სია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა ევროკავშირს კრიპტოვალუტის რეგულირებისკენ მოუწოდა.

ფრანსუა ვილერო დე გალჰამ განაცხადა, რომ ევროპამ კრიპტოვალუტის რეგულირება პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი