სამხრეთ კორეის სატელეკომუნიკაციო გიგანტმა SK Telecom-მა ხელი მოაწერა ერთობლივ შეთანხმებას Blockchain კომპანიებთან. შეთანხმება ციფრული საფულის შექმნას ისახავს მიზნად, რომელსაც კრიპტოვალუტებისა და NFT-ის მხარდაჭერა შეეძლება.
SK Telecom-მა განაცხადა, რომ Blockchain ჯგუფი AhnLab Blockchain Company-თან და Atomix Lab-თან Web3 საფულის შემუშავებისა და ფუნქციონირების მიზნით ითანამშრომლებს. კომპანიის თქმით, ის გამოიყენებს Soulbound Tokens-ს (SBT), რათა გადაამოწმოს სერთიფიკატები.
აღნიშნული პროტოკოლი წევრობებისა და სერთიფიკატების გადამოწმებას ისახავს მიზნად.
Atomix Lab გამოიყენებს უსაფრთხო მრავალმხრივ გამოთვლით დაშიფვრას Blockchain საფულეზე, ხოლო SK Telecom-ი და AhnLab Blockchain Company განხორციელებული ოპერაციების სარგოს მიიღებენ.
Atomix Lab-ის აღმასრულებელი დირექტორის ვუ-ჰიუნ იუნგის თქმით, „ყველაზე დიდი დაბრკოლება Blockchain ეკოსისტემის გაფართოებისთვის პირადი საფულეა და ამისათვის პროექტი კლიენტების უსაფრთხოებისა და კომფორტის დაბალანსებას გეგმავს.