არგენტინის ორი უმსხვილესი ბანკის საშუალებით კრიპტო ვაჭრობა შესაძლებელი გახდება

0
821

არგენტინის უმსხვილესმა ბანკებმა: Banco Galicia-მ და Brubank-მა განაცხადეს, რომ ისინი მომხმარებლებს კრიპტო შესყიდვების განხორციელების საშუალებას მისცემენ.

მანამდე Bloomberg-მა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც გამოკითხულთა 60%-მა კრიპტოვალუტაზე მეტი წვდომა მოითხოვა.

ბაზრის კვლევის კომპანია Americas Market Intelligence-ის ფილიალმა, Ignacio Carballo-მ, ცოტა ხნის წინ, “ტვიტერზე” Banco Galicia-ს ონლაინ ინტერფეისის ეკრანის ანაბეჭდები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მან ბიტკოინის, ეთერიუმის, USD Coin-სა და რიპლის შესყიდვების მხარდაჭერა დაიწყო.

სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს მსოფლიოში ბიტკოინის ფლობის სტატისტიკაში სიდიდით მეექვსე ადგილი უჭირავთ. მონაცემთა და კვლევის კომპანია Statista-ს შეფასებით, არგენტინელების 21% 2021 წლისთვის იყენებდა ან ფლობდა კრიპტოვალუტას.

ექსპერტების აზრით, ბანკების მხრიდან საზოგადოებისათვის ბიტკოინზე წვდომის გამარტივება და შესაძლებლობების გაზრდა ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ ინფლაციას შეარბილებს.

გასულ თვეში, არგენტინის ქალაქმა სორადინომ იყიდა მაინინგ პლატფორმები და დაგეგმა მაინინგის ოპერაციის დაწყება, როგორც ბიტკოინის გამომუშავების საშუალება ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი