სამხრეთ კორეის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის გლობალურ რეგულაციას ემხრობა

0
2020

სამხრეთ კორეის ფინანსური მარეგულირებელი, ფინანსური მომსახურების კომისია შეუერთდა მიმდინარე გამოძიებას ადგილობრივ კრიპტოვალუტების ბირჟებთან დაკავშირებით.

ფინანსური მომსახურების კომისია მონაწილეობას მიიღებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში.

კომისია შეამოწმებს კორეის კრიპტოვალუტის ბირჟების საბანკო ანგარიშებს ფულის გათეთრების სტანდარტებისა და მიიღებს ზომებს თაღლითობის პრევენციისთვის.

Korea Times-ის ინფორმაციით, გაფართოებული აუდიტის მთავარი სუბიექტი Bithumb-ი იქნება. Bithumb არის ქვეყნის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელმაც აპრილში თავისი კრიპტო ტოკენის გამოშვების შესახებ განაცხადა.

Korea Times-ის ინფორმაციით, კომისისს ვიცე-თავმჯდომარემ კიმ იანგ-ბომმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრიპტობირჟებზე გამოძიება მიმდინარეობს, ფინანსური მომსახურების კომისია არ ეწინააღმდეგება Blockchain-ის გამოყენებას საბანკო და საფინანსო სამსახურებში.

ფინანსური მომსახურების კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტასთან მიმართებაში საჭიროა რეგულირების პოლიტიკის კოორდინირებული, გლობალური მიდგომა.

“ჩვენ ვხედავთ Blockchain ტექნოლოგიის სტაბილურ განვითარებას მისი ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის წყალობით. იმის გამო, რომ ამ ტექნოლოგიას აქვს ფასიანი ქაღალდების რეგულირების პოტენციალი, მარეგულირებლებმა უნდა უპასუხონ ასეთი გამოწვევას”,-აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი