სალვადორში JAN3 ბიტკოინის ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს

0
910

Blockstream-ის ყოფილმა მთავარმა სტრატეგიის ოფიცერმა და Pixelmatic-ის დამფუძნებელმა, სამსონ მოუმ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შექმნა ახალი კომპანია – JAN3, რომელიც ბიტკოინის მიღების დაჩქარებაზე იქნება ფოკუსირებული.

სამსონ მოუ ჩინელ-კანადელი კრიპტო მეწარმეა. მან მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მემურანდუმს სალვადორთან ხელი უკვე მოაწერა. ის აპირებს რომ ქვეყანას ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმაროს.

”ეს არის ზოგადი მემორანდუმი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ციფრული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ქვეყნისთვის და ბიტკოინ ქალაქისათვის”,- აღნიშნა სამსონ მოუმ.

მან დასძინა, რომ JAN3-ისთვის სალვადორთან მუშაობის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არჩევანი იყო: „მე უბრალოდ დავაარსე ჩემი კომპანია და ვკითხე მათ, სურდათ თუ არა ერთად მუშაობა, მათ კი მითხრეს – რა თქმა უნდა.“

მოუ და მისი ახალი კომპანია სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელესთან და მის მთავრობასთან ერთად იმუშავებს, რათა ახალ ბიტკოინ ქალაქს დაარსებასა და შემდგომ განვითარებაში დაეხმაროს.

როგორც ცნობილია, ნაიბ ბუკელე ბიტკოინის ქალაქის დაარსებას ახლომდებარე ვულკანებიდან მოპოვებული გეოთერმული ენერგიის საშუალებით აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი