სალვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტს კრიპტოვალუტის მიღების გამო ოპოზიცია აკრიტიკებს

0
1032

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ სალვადორის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ბიტკოინს და მისი ქვეყანა ღია გახადა კრიპტოვალუტის მისაღებად.

ამ განცხადების გავრცელებიდან მალევე დაიწყო ამ ინიციატივის საწინააღმდეგო კამპანია, რომელსაც სათავეში ოპოზიციური პარტია ჩაუდგა.

პარტიამ საკმაო მხარდამჭერებიც მოაგროვა მოსახლეობაში, რომელთა ხელმოწერების შედეგად შედგა სარჩელი პრეზიდენტ ბუკელეს წინააღმდეგ.

სარჩელის თანახმად, მან აღნიშნული ინიციატივა არაკონსტიტუციური გზით მიიღო.

საკნონმდებლო ორგანოს წევრმა ხაიმე გევარამ, უხელმძღვანელა სარჩელის შედგენას, რომელიც ოსკარ არტეროს სახელით იქნა შესული შესაბამის უწყებაში.

ოსკარ არტერო ქვეყანაში მიღებულ ახალ კანონს და პრეზიდენტს ღიად დაუპირსპირდა. მან განაცხადა, რომ ეს არ არის კონსტიტუციური ძალის მქონე კანონი და პრეზიდენტს არ უფიქრია ბიტკოინის უარყოფით გავლენებზე, რაც მისი აზრით ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყანაზე.

აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ სალვადორმა ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული კანონი ივნისის დასაწყისში მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი