რუსეთის ტელეკომის მარეგულირებლის შავ სიაშია Binance-ის ვებსაიტი მოხვდა.
როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება თვალს ადევნებს Binance-ის მსოფლიოს უდიდეს კრიპტოვალუტის გადარიცხვებსა და ვაჭრობას.
კრიპტობირჟამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანია Roskomnadzor-მა ვებსაიტი დაამატა აკრძალული ინფორმაციის გავრცელების პლატფორმების რეესტრში.
უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ის საიტის რუსეთში დაბლოკვა პირველი არ არის.
აგვისტოს ბოლოს BestChange.ru დაიბლოკა. BestChange.ru არის მსხვილი კრიპტოვალუტის ვებ–გვერდი რუსეთში, რომელიც დაბლოკილია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა კანონმდებლებმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონი საბოლოოდ მიიღეს.
ახალი კანონის თანახმად, კრიპტოვალუტას იურიდიული სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ის გადახდის საშუალებად არ განიხილება.
უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანომ საბოლოო გადაწყვეტილება მესამე მოსმენით მიიღო.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ბიტკოინისა და მსგავსი კრიპტოვალუტების გამოყენებას, როგორც გადახდის მეთოდს კრძალავს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტის მომზადება მარტიდან დაიწყო.