Electroneum–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ ელსმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ციფრულ აქტივები ფულის დამაჯერებელი ალტერნატივაა.
კრიპტოვალუტით გადახდების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ 19-ის პანდემიის ფონზე.
“კრიპტოვალუტა არღვევს მთლიან ფინანსურ ლანდშაფტს და ახდენს ინდუსტრიის ფორმირებას. ციფრული ვალუტა ტრადიციულ ბანკებს, მონეტარულ სისტემებსა და ხელისუფლებას “აღვიძებს”. კრიპტოვალუტა საშუალებას იძლევა peer-to-peer-ის ოპერაციები უფრო მაღალი სიჩქარით და ნაკლები ხარჯით განხორციელდეს”,-აღნიშნა რიჩარდ ელსმა.
Electroneum–ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ინდუსტრიამ უნდა გადალახოს და დასძლიოს მარეგულირებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი კი ელოდება, რომ COVID-19 კრიზისის გავლენა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებაზე დადებითად აისახება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მსოფლმხედველობის ყოველთვიური ანგარიშში აღწერილი იყო COVID-19-სგან გამოწვეული კრიზისი.
კრიზისი შეფასადა როგორც 90 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა. ეკონომისტები 2022 წლისთვის მთლიაობაში ცხრა ტრილიონი დოლარის ზარალს პროგნოზირებენ.
ციფრული ვალუტის სექტორის წარმომადგენლები კი ამ მდგომარეობას უიმედოდ არ უყურებენ. ეკონომიკური კრიზისი და უშუალოდ ქაღალდის ფულთან შეხების საფრთხე ადამიანებს ციფრული ფულის გამოყენებისკენ უბიძგებს.