რიპლის კომპანიის დირექტორი: ჩინეთში მაინერების ჯგუფი ბიტკოინს აკონტროლებს

0
2314

რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გერლინგჰაუსმა განაცხადა, რომ ბიტკოინი ჩინეთის მიერ კონტროლდება.

ამის შესახებ გერლინგჰაუსმა ბოსტონში გამართულ Stifel Cross Sector Insight-ის კონფერენციაზე განაცხადა.

ბოლო ინტერვიუში გერლინგჰაუსმა Blockchain ტექნოლოგიასა და კრიპტოვალუტის სამყაროსათან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიტკოინი ჩინეთის კონტროლს ექვემდებარება.

“მე გეტყვით კიდევ ერთი ამბავს, რომლის შესახებაც ხმები დადის, მაგრამ დიდად არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება. ბიტკოინს მართლაც აკონტროლებს ჩინეთი. ჩინეთში ოთხი მაინერია, რომელიც ბიტკოინის 50%-ზე მეტს აკონტროლებს”,- აღნიშნავს ბრედ გერლინგჰაუსი.

მან ასევე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა ბიტკოინისა და რიპლის შესახებ. ასევე, ხაზგსმით ისუბრა Blockchain ტექნოლოგიის შესახებაც. გერლინჰგაუსის თქმით, Blockchain-ი ბანკებს ხელს არ შეუშლის, თუმცა იქვე დასძინა: “Blockchain-ი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”.

რიპლის შესახებ საუბრისას გერლინგჰაუსმა განაცხადა, რომ რიპლი საუკეთესო ციფრული აქტივია. მან იქვე აღნიშნა: ტრანზაქციებისთვის ბიტკოინს 45 წუთი სჭირდება, ხოლო რიპლის ამის გაკეთება 4 წამში შეუძლია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი