რიპლის გამოშვებისა და პოპულარობის მოპოვების შემდეგ საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ კრიპტოვალუტას ბანკები მიიღებდნენ და გამოიყენებდნენ.
გადასახადებზე ორიენტირებული კრიპტოვალუტისთვის რთული წლის ფონზე, რიპლის კომპანიის ხელმძღვანელმა, დევიდ შვარცმა, ცოტა ხნის წინ, Twitter-ზე პოსტი განსახილველად გამოაქვეყნა. პოსტი ბანკების მხრიდან რიპლის გამოუყენებლობას ეხებოდა.
აღნიშნულ საკითხზე თავად შვარცმა განაცხადა, რომ ბანკებს სურთ რიპლი გამოიყენონ საზღვრისპირა გარიგებებში, რადგან მისი გადმოსახედიდან მარეგულირებელი ორგანოების დაბნეულობისა და პროდუქციის სიახლის გამო ბაზარი კრიპტოვალუტას ჯერ ვერ იღებს.
ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის პარტნიორებს ანგარიშსწორებაში და დაამატა, რომ მიუხედავად ბანკების მხრიდან პროდუქტის მიღების დიდი სურვილისა, მაინც საჭიროა გარკვეული დრო იმპულსის შესაქმნელად.
რიპლის აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ გერლაინგჰაუსი კი აცხადებს, რომ უმსხვილეს ბანკებს აქვთ მნიშვნელოვანი მიზეზები, რათა კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყონ.
“ბანკები ძალიან მნიშვნელოვან მარეგულირებელ სტრუქტურას იყენებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ბანკები გააგრძელებენ ამ როლის შესრულებას. თუმცა ინოვაციური ტექნოლოგიებიც გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, ციფრული ვალუტა და Blockchain ტექნოლოგია არის ის ინოვაცია, რომელიც ბანკებმა ბიზნესის ზრდისთვის უნდა გამოიყენონ”,- განაცხადა რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა.