დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წევრი მიიჩნევს, რომ Blockchain ტექნოლოგია საინტერესოა.
ბერლინში სტუმრობისას, პრინცი ჩარლზი ბრანდერბურგის კარიბჭის გარეთ, მაყურებლებთან უშუალო კონტაქტის გარდა, Twitter-ზე კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობდა.
“რას ფიქრობთ ბიტკოინის, Blockchain-ის შესახებ?”,- ეს კითხვა პრინც ჩარლზს ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა პირმა დაუსვა.
პრინცმა ჩარლზმა კი უპასუხა:
“Blockchain-ი … ძალიან საინტერესო განვითარებაა.”
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას კონსერვატიული პოზიცია აქვს კრიპტოვალუტის მიმართ, როგორც ჩანს, სამეფო ოჯახი ციფრული ტექნოლოგიების მიმართ შედარებით პოზიტიურად არის განწყობილი.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა, დეივ რამსდენმა CNBC-თან განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა არ იყო ღირებულება.
დიდი ბრიტანეთის ცენტრალურის ბანკის დირექტორის მოადგილემა ისიც აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ფინანსური პოლიტიკის კომიტეტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კრიპტოვალუტის კურსის მერყეობის გამო ციფრული ვალუტა ვერ გახდებოდა ღირებულება.
შეგახსენებთ, რომ პრინცი ჩარლზი დედოფალ ელისაბედ II-ისა და მისი მეუღლის ფილიპ მაუნტბატენის უფროსი ვაჟია.