ვენესუელის ტრადიციული ვალუტის ინფლაციის ფონზე პეტროს ღირებულება იმატებს

0
2181

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ პეტროზე გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით Twitter-ზე პოსტი დაწერა. პრეზიდენტის მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ ეროვნული ჰიპერინფალციის ფონზე პეტრო არცთუ ცუდ მდომარეობაში იმყოფებოდა.

სატელევიზიო არხის TeleSur-ის ინფორმაციის მიხედვით, მადურომ გასულ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების დროს კრიპტოვალუტის კურსზე ყურადღება გაამახვილა. მისი თქმით, ერთი პეტროს ღირებულება უკვე 9.000 ბოლივარს შეადგენდა.

იმავე დღეს მადურომ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 150%-ით გაიზრდებოდა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხელფასების ზრდის ეს რიგით მეექვსე ფაქტია.

მეორე მხირვ, ექსპერტები მადუროს ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად არ აფასებენ.

გაზეთ El Universal-ის ეკონომისტმა ლეონარდო ბუნიაკმა განაცხადა, რომ ვენესუელისთვის ტრადიციული ვალუტის ინფლაცია ძალიან ცუდი ამბავია. მას მიაჩნია, რომ პეტროს ფასის მომატება არ არის ხელფასების ზრდის გარანტია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ვენესუელის პარლამენტმა კრიპტოვალუტის რეგულაციის კანონპროექტი დაამტკიცა. უნდა აღინიშნოს, რომ კონონპროექტზე მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო.

კანონპროექტის მიხედვით, პეტრო, რომელიც არის ნავთობით გამყარებული ეროვნული კრიპტოვალუტა განისაზღვრა, როგორც კომერციული სავაჭრო ერთეული, რომლითაც საქონლის შეძენა ან სხვადასხვა მომსახურების მიღება არის შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი