პაკისტანის ერთ-ერთ რეგიონიში ორი მაინინგის კომპანია მუშაობას დაიწყებს

0
1155

პაკისტანის ახალი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ხეიბერ პახტუნკვას რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგის ორ საპილოტე კომპანია დაარსდება.

რეგიონისთვის კი ფედერალური კომიტეტი კრიპტოვალუტის ახალი პოლიტიკის შესამუშავებლად შეიქმნა.

ახალი პოლიტიკის ფარგლებში, კრიპტო მრჩეველთა კომიტეტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომელთა აშენებაც კრიპტოვალუტის მაინინგისთვის გახდა საჭირო.

კომიტეტმა პირველი სხდომა 17 მარტს გამართა.

”მთავრობის მეთაურის, მაჰმუდ ხანის მითითებების მიხედვით ხეიბერ პახტუნკვას რეგიონი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს კრიპტოვალუტისა და მაინინგის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ინიციატივის განსახორციელებლად ვთანამშრომლობთ დაინტერესებულ მხარეებთან და ექსპერტებთან”, – განაცხადა რეგიონის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში მრჩეველმა, ზია ულლა ბანგაშმა.

შეიქმნა რეგიონის კრიპტო მრჩეველთა კომიტეტი. კომიტეტის მოვალეობაა რეგულაციის, ლეგალიზაციისა და საჭირო კანონმდებლობის შემუშავება.

ადგილობრივი ცნობების თანახმად, ხეიბერ პახტუნკვა პაკისტანის ოთხი პროვინციიდან პირველია, ვინც საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანის სახელმწიფო ბანკმა 2018 წელს ქვეყანაში კრიპტოვალუტა აკრძალა. მაშინ ბანკმა განაცხადა, რომ ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიცაა ბიტკოინი არ იყო კანონიერი საშუალება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი