შემოთავაზებულ კანონპროექტში ოჰაიოს სენატორს სურს, რომ კრიპტო გადასახადის ანგარიშგების სიცხადე უფრო გასაგები იყოს.
რესპუბლიკელი დეპუტატი ოჰაიოდან ამზადებს კანონპროექტს, რომელიც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს იმ ადამიანების გამომჟღავნებას, რომელიც კრიპტოგადასახადს თავს აარიდებს.
CNBC-ის Squawk Box-თან ინტერვიუში სენატორმა, რობ პორტმანმა თქვა, რომ იგი იმედოვნებს, კონგრესის მომავალი შესვენების შემდეგ, ახალი კანონპროექტის ოპარტიული მხარდაჭერით შეტანას. ახალი კანონი კი შეეხება მრავალი კრიპტო მომხმარებლის პრობლემას აშშ-ში გადასახადების გადახდის შესახებ.
სენატორმა აღნიშნა, რომ დეპუტატებს ჯერ არ აქვთ საბოლოო კანონპროექტი და კვლავ ინფორმაციის მიღების პროცესში არიან. ამასთან, იგი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები დაინტერესებულნი არიან კრიპტოპოლიტიკის მიმართ საგადასახადო ხარვეზის შემცირებით.
”იდეა არის კრიპტოვალუტის შესახებ უკეთესი ინფორმაციის წარმოდგენა და საგადასახადო მიზნებისათვის უკეთესად განსაზღვრა, რადგან საგადასახადო ხარვეზების ნაწილი კრიპტოვალუტის საკითხს უკავშირდება”, - განაცხადა რობ პორტმანდმა.
შეგახსენებთ, რომ, როგორც Ohio Daily Newsletlet Cleveland-ი იტყობინება 2021 წლისთვის Blockchain-ისთვის მოზიდული სახსრები 300 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.