მექსიკის კრიპტოვალუტის ბირჟა COVID-19-ის კრიზისისგან დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

0
1480

მექსიკაში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟა Bitso კრიპტო კომპანიების ინიციატივას შეურთდა. ინიციატივა კორონავირუსთან ბროლაში ციფრული ვალუტის გამოყენებას ეხება.

კრიპტო კომპანიები ფონდს ქმნიან, რომლის მიზანიც COVID-19 კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებაა.

El Heraldo de México-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახები მიღებული თანხით საკვებისა და პირველადი მოხმარების საშუალებების შეძენას შეძლებენ.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ბიტკოინით, რიპლითა და ეთერიუმით დონაციის განხროციელება შესაძლებელი იქნება.

აპრილის დასაწყისში მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ Twitter–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და Square-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ ახალი ფონდი სახელწოდებით LLC Start Small-ი დაარსა. ფონდი მიზანი COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ფონდში ჯეკ დორსიმ ერთი მილიარდი დოლარი უკვე გადარიცხა, რაც მისი ქონების დაახლოებით 28%-ს შეადგენს.

ფონდის ძალისხმევა თავდაპირველად ფოკუსირდება კორონავირუსის პანდემიაზე. თუმცა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ფონდი ქალების ჯანმრთელობის დაფინანსებასა და ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს.

ჯეკ დორსის განცხადების მიხედვით, ყველა დაფინანსება გამჭვირვალე იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი