მექსიკაში ყველა კრიპტოვალუტის ბირჟა და ასევე ყველა ბანკი, რომელიც ციფრული ვალუტით მომსახურებას ახორციელებს დღეიდან ვალდებულია, რომ ჰქონდეს მექსიკის ცენტრალური ბანკის ლიცენზია.
ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკის მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
დოკუმენტის სახელწოდება არის “ზოგადი პიროებები ელექტრონული ანგარიშსწორების საკითხის შესახებ”. ანგარიშში წერია, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემაზე.
იმისათვის, რომ ლიცენზია მიიღოს ციფრულ ვალუტაში მომუშავე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საქმიანობის შესახებ დეტალური ბიზნეს გეგმა. კომისიის წევრები კი პირველ რიგში შეამოწმებენ განმცხადებლის ნამდვილობას და შემდეგ იმსჯელებენ ლიცენზიის მინიჭების თაობაზე.
გარდა ამისა, ისეთი კომპანიები და ბანკები, რომლებიც იმავე დღესვე დარეგისტრირდენენ, რა დღესაც ლიცენზიის მიღებაზე განცხადება შეიტანეს ასეთი ორგანიზაციების საკითხი არ განიხილება.
ფინანსური ორგანიზაციები ასევე ვალდებულნი არიან კრიპტოვალუტის სავაჭრო პროცესში ჩართული ყველა მომხმარებელის ვინაობა იცოდნენ. გარდა ამისა, კლიენტის მიერ შეძენილმა ნებისმიერმა აქტივმა დამატებითი შემოწმება უნდა გაიაროს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მექსიკის ცენტრალური ბანკის ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და უკანონო საქმიანობის თავიდან აცილებას.
ადგილობრივი მედია საშუალება Cipptonoticias-ის თანახმად, შესაბამისი ლიცენზიის მიღებაზე დაინტერესებულმა ინსტიტუტებმა განაცხადებები 11 სექტემბრისთვის უკვე უნდა წარმოედგინათ.
თუმცა, თუ ახლა ვერ მოასწრეს კომპანიები 2019 წლის მარტში კვლავ შეძლებენ ლიცენზიის მოპოვებაზე განაცხადის შეტანას. ამ დროისთვის fintech-ის შესახებ უკევ შემუშავებული იქნება ახალი კანონმდებლობაც.