კომპანია “ბოში” Blockchain-ის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
1605

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია “ბოშმა” ღიად დააფიქსირა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება Blockchain ტექნოლოგიის მიმართ.

კომპანიის განცხადების თანახმად, Blockchain ტექნოლოგია მომავალი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ამასთანავე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობის საკითხიც.

“საჭიროა ციფრულ ეკოსისტემებში ნდობის გაზრდა, ჩვენ გვჭირდება ღია პლატფორმები და ინტერნეტი, რომელშიც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად და უსაფრთხოების სრული დაცვით გააკეთონ არჩევანი”,- განაცხადა “ბოშის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლკარმარ დენერმა.

“ბოშის” მენეჯმენტის საბჭოს წევრი, მაიკლ ბოლე თავის განცხადებაში უფრო პირდაპირი იყო. მან განაცხადა, რომ უნდობლობის დროს რთულია ინოვაციების მიღება.

“ჩვენ ვერ შევძლებთ იმ სიტუაციაში ლავირებას, რა დროსაც ციფრული ინოვაციებისადმი უნდობლობა და გარკვეული შიშიც კი არსებობს”,- განაცხადა “ბოშის” მენეჯმენტის საბჭოს წევრმა, მაიკლ ბოლემ.

მაიკლ ბოლემ ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ Digital Trust Forum-ზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ Digital Trust Forum-ი მიზნად ისახავს ექსპერტებს შორის დიალოგის დაწყებას ციფრულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი