ანალიტიკოსები: ლაიტკოინის კურსი შესაძლოა, 20 დოლარამდეც კი შემცირდეს

0
2103

გუშინ სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ეთერიუმის კურსიც შემცირდა. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 116 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყოს დღის განმავლობაში დაფიქსირებული კურსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული 107 დოლარი იყო, ხოლო ეთერიუმზე ვაჭრობა 108 დოლარზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული 10 დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 102-დან 130 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. იმ შემთხვევაში, თუ ფასი კიდევ უფრო შემცირდა მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის კურსი 83 დოლარზე დაფიქსირდეს.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

ლაიტკოინის კურსიც საგრძნობლად შემცირებულია. 3 დეკემბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 33 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე წარმოადგენდა დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული 30 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს კი ლაიტკოინზე ვაჭრობა 31 დოლარზე დაიხურა.

ექსპერტები ვარაუდოებენ, რომ შესაძლოა ალტკოინის კურსმა ფასის კლების შემთხვევაში 28-დან 20 დოლარამდე იმოძრაოს. იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის ფასი მოიმატებს მოსალოდნელი ნიშნული 47 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი