მსოფლიოში ყველაზე მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმა chiliZ-ში ინვესტიცია განახორციელა.
პრეს-რელიზის თანახმად, უკვე მალტაში დაფუძნებული პლატფორმა, რომელშიც Binance-მა განახორციელა ინვესტიცია არის Mediarex Group-ში შემავალი სპორტული და გასართობი ინდუსტრიის კომპანიის პლატფორმა.
Binance-ი და chiliZ-ი გავრცელებული ინფორმაციით, უზრუნველყოფს სპორტული ინდუსტრიის ციფრული სახით განვითარებას, სადაც კონკრეტულად გულშემტკივრებისთვის განკუთვნილი ეკოსისტემა იქნება შექმნილი.
პრეს-რელიზის თანახმად, chiliZ-მა უკვე 27 მილიონი დოლარის კაპიტალი დააგროვა. კომპანია აცხადებს, რომ Binance-ის ინვესტიცია ადამიანებს ტექნიკური ცოდნის გაზიარებისა და ინოვაციების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენპენგ ზაომ, რომელსაც კრიპტოვალუტის სფეროში კარგად იცნობენ, განაცხადა, რომ chiliZ-ი არის შემოქმედებითი გზა, რომელიც მოიცავს Blockchain ტექნოლოგიას და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მეინსტრიმის მოთხოვნების დაკმაკოფილებას.
შეგახსენებთ, რომ Binance-ი ამჟამად, არის უმსხვილესი კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა, რომლის 24 საათიანი სავაჭრო მოცულობა დაახლოებით, 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.