ინვესტორებისთვის და მოვაჭრეებისთვის შექმნილმა ბირჟამ და სოციალურმა ქსელმა eToro-მ შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის სავაჭრო მომსახურების განხორციელება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
კომპანიას, რომელსაც 10 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებლი ჰყავს ამერიკის 31 შტატში სულ მალე ოპერირებას დაიწყებს. eToro-ს ელექტრონული საფულით შესაძლებელია ბიტკოინის, ბიტკოინ Cash-ის, ეთერიუმის, ლაიტკოინის, Stellar-ის, რიპლისა და სხვა კრიპტოვალუტების შენახვა.
უნდა აღინიშნოს, რომ eToro ციფრული ვალუტის ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მაგალითად, გასული წლის აგვისტოში დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა სავაჭრო პლატფორმა eToro-მ პრემიერ ლიგის შვიდ საფეხბურთო კლუბთან ხელი მოაწერა სარეკლამო გარიგებას, რომლის თანახმადაც, გადახდილ თანახას eToro ბიტკოინში აიღებდა.
ამასთანავე, ბირჟა აქტიურად მუშაობს რეგულაციის სისტემის საკითხებზეც. “ბლუმბერგთან” ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, eToro-მ და კრიპტობირჟა Bitpanda-მ შეშფოთება გამოთქვა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციის გამო ძნელდებოდა კრიპტოვალუტის ბირჟის, როგორც ბიზნესის როლის აღქმა.