წინა კვირას დაფიქსირდა ციფრული ვალუტების ბაზრის, როგორც ზრდის ისე, კლების ტენდენციები.
ბიტკოინი
ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, თუ კრიპტოვალუტის კურსი 9.080 დოლარზე დაეცემა ეს კლების აშკარა ნიშანი იქნება. ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ფასი 7.451 დოლარამდეც კი შემცირდეს.
თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 11.000 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ბიტკოინის ფასის დასტაბილურებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.
ეთერიუმი
ფასის მომატების შემდეგ ეთერიუმის კურსი ოდნავ შემცირდა. ეს კი ნიშნავს, რომ ალტკოინის ფასმა 224 დოლარამდე დაიწია. თუკი კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი დონე 150 დოლარი იქნება.
თუმცა შესაძლოა, ეს პროგნოზი არ გამართლდეს და ეთერიუმის კურსმა მოიმატოს. ასეთ დროს ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.
რიპლი
რიპლის კურსი 0.28-სა და 0.32 დოლარს შორის მერყეობს. თუკი კრიპტოვალუტის ფასმა დაიკლო მოსალოდნელი დონე 0.25 დოლარი იქნება.
თუმცა ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნოზსაც აკეთებენ. რიპლის ფასის მომატება 0.35 დოლარამდეც არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ წინა კვირის ფასების მერყეობის გათვალისწინებით ექსპერტები რიპლის შემთხვევაშიც მხოლოდ ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.
ლაიტკოინი
ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 98 დოლარამდეა გაზრდილი. თუმცა ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი ჯერ 76-მდე შემდეგ კი 58 დოლარამდე შემცირდეს.
თუმცა ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ ლაიტკოინი სტაბილურად განაგრძობს ზრდას. 76 დოლარი არის ერთგვარი ზღვარი, რომლის დაძლევის შემთხვევაში ფასის მატება გარდაუვალია.
ბიტკოინ Cash-ი
ბიტკოინ Cash-ის ფასი 300 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. კურსის მატების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის ფასი 325 დოლარამდე გაიზრდება.
მეორე მხრივ, თუკი ბიტკოინ Cash-ის კურსი შემცირდა მოსალოდნელი დონე 250 დოლარია.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის მომატების დროს დაიწყონ ვაჭრობა.