ორშაბათს, 20 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში ფასების მკვეთრი კლება ან მატება არ დაფიქსირებულა.
დღეს, ბიტკოინის ფასის ნიშნული 9.185 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 0.38%-ით მოიმატა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ბიტკოინის კურსი საკმაოდ მერყევი იყო. კრიპტოვალუტის ფასი იმდენად არასტაბილური იყო, რომ ბიტკოინის ფასი 9.100 დოლარის ნიშნულსაც კი ჩამოსცდა და 9.090-ზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი მოიმატებულია. ეთერიუმის კურსი 236 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო 24 საათის მანძილზე ალტკოინის ფასი დაახლოებით 0.48%-ით არის მომატებული
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 271 მილიარდ დოლარს შეადგენდა.