ანალიტიკოსები კრიპტოტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ

0
1926

13 სექტემბრის მონაცემებით, რიპლის ფასი 0.27 დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსები ფასის ზრდის ტენდენციად ჩათვლიან მაჩვენებელს, როდესაც კრიპტოვალუტა 0.27 დოლარის ზღვარს გადააბიჯებს.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ რიპლის კურსი შემცირდება მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი ჯერ 0.24 დოლარზე, შემდეგ კი, 0.20-ზე დაეცეს.

ამ ეტაპზე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

რაც შეეხება ლაიტკოინს: ლაიტკოინის კურსი კვლავაც შემცირებულია. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა 53 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი კიდევ უფრო შემცირდა მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 40-დან 44 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს. ხოლო, თუ კურსი ამ პოზიციებს ჩამოსცდა მაშინ, ლაიტკოინის ფასი 30 დოლარამდე შემცირდება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს არსებული პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ბიტკოინ Cash-მა კურსის მომატება დაიწყო. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 453 დოლარზე ფიქსირდება. თუ კრიპტოვალუტა ამ დონეს დაარღვევს მოსალოდნელი ნიშნულებია 300 და 282 დოლარის დონეები.

ჯერჯერობით არ არსებობს ფასების განსაკუთრებული ცვლილების ნიშნები. ამიტომ ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდის ტენდენციას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი