სამშაბათს, 11 სექტემბერს, კრიპტოვალუტის ბაზრებმა შემცირება კვლავ განაგრძეს. კრიპტოვალუტების ფასების უმეტესობა 5-6%-ით შემცირდა.
ბიტკოინის ღირებულება 6.238 შეადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა 0.3%-ით დაიკლო.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმს ყოველდღურად სულ უფრო და უფრო დაბალი ფასი უფიქსირდება. დღეს, პირველად ეთერიუმის კურსი 190 დოლარზე დაეცა. ეს იმის მანიშნებელია, რომ უკანასკნელი 24 საათის განამვლობაში კრიპტოვალუტის ისედაც ძალიან დაბალი კურსი კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებელზე ჩავიდა.
ამ ეტაპზე, ალტკოინი 181 დოლარი ღირს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 10 სექტემბრის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 193 მილიარდ დოლარას შეადგენდა. ეს არის შემთხვევა, როდესაც კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 200 მილიარდი დოლარის ნიშნულს დიდი ხნით ჩამოსცდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის დანაკარგი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 20%-ს შეადგენს.