ბოლო რამდენიმე დღეა ციფრული ვალუტების ფასები სტაბილურად იზრდება.
2 მაისს ლაიტკოინზე ვაჭრობა 73 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 74 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ასევე 73 დოლარზე დაფიქსირდა. ამავე ნიშნულზე დაიხურა დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობაც.
ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 1.8%-ით არის გაზრდილი. ამჟამად, ალტკოინის ფასი კი 75 დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსების პროგნოზით ლაიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს და ის მალე 84-სა და 91 დოლარს შორის იმერყევებს.
რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მესამე ადგილზე მყოფ რიპლის: გუშინ რიპლიზე ვაჭრობა 0.30 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 0.31 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული კვლავ 0.30 დოლარზე დაფიქსირდა და ამავე ნიშნულზე დაიხურა დღის ბოლოს ვაჭრობაც.
ფასის ზრდის შემთხვევაში რიპლის მოსალოდნელი დონე 0.33 დოლარი იქნება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კურსი შემცირდება მოსალოდნელი დონე 0.27 დოლარია.
ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.