ანალიტიკოსები: ფასის კლების შემთხვევაში ეთერიუმის კურსი შესაძლოა, 83 დოლარამდე დაეცეს

0
1422

ციფრული ვალუტების ფასების შემცირებამ განსაკუთრებით ეთერიუმზე იმოქმედა. კრიპტოვალუტამ კაპიტალიზაციის კუთხით მეორე ადგილი რიპლის დაუთმო.

გუშინ, ეთერიუმზე ვაჭრობა 116 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 118 დოლარზე დაფიქსირდა. კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული 104 დოლარს წარმოადგენდა, ხოლო ალტკოინზე ვაჭრობა 108 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსების თქმით, თუ ეთერიუმის კურსი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ ფასი 83 დოლარამდე დაეცეს. თუმცა, თუ ალტკოინმა ზრდა დაიწყო მაშინ მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის კურსი 130 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს მოუწოდებენ ფასების კონფიგურაციას დაელოდონ.

რაც შეეხება ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 30 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი კურსი 32 დოლარს შეადგენდა, ყველაზე დაბალი კი 28 დოლარს. დღის ბოლოს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 29 დოლარზე დაიხურა.

ექსპერტების თქმით, თუკი კრიპტოვალუტა ფასის კლებას განაგრძობს მომდევნო ნიშნული 20 დოლარი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ნეგატიური პროგნოზებისა, ანალიტიკოსები არც ლაიტკოინის ფასის მატებას გამორიცხავენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი