კრიპტოვალუტის ბირჟა Zebpay ავსტრალიაში ფილიალს ხსნის

0
4092

სინგაპურში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Zebpay-მ მომსახურეობის გაფართოება გადაწყვიტა. Zebpay-მ ავსტრალიაში ფილიალი გახსნა.
 
ავსტრალიის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ხუთი ციფრული ვალუტით ვაჭრობა. ესენია: ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი, ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი.

ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ბირჟა ავსტრალიის ციფრული კომერციის ასოციაციის წევრი გახდა. ასოციაციის წევრები არიან ასევე ავსტრალიის ტრანზაქციის ანგარიშებისა და ანალიზის ცენტრი, საფინანსო-სადაზვერვო სააგენტო და ავსტრალიის მარეგულირებელი.

Zebpay-ის ავსტრალიის ფილიალის დირექტორმა, სენდიფ ხურანმა განაცხადა, რომ ავსტრალია Zebpay-ის სერვისებისთვის იდეალური ბაზარია, რადგან ქვეყანას აქვს მკაფიო რეგულაციის სისტემა და ამასთანავე, ავსტრალია ღიაა ინოვაციებისთვის.

აღსანიშნავია, რომ Zebpay მხოლოდ ერთადერთი ბირჟა არ არის, რომელიც ავსტრალიაში იწყებს ვაჭრობას.

ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში ჩინურმა კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi-მ დაადასტურა, რომ ახალ პლატფრომას ავსტალიაში გახსნიდა.

Huobi-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ავსტრალიაში საქმიანობის დაწყება ეტაპობრივად მოხდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი