სინგაპურში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Bitrue ჰაკერების თავდასმის ობიექტი გახდა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია ბირჟიდან 9.3 მილიონი ღირებულების რიპლი და 2.5 მილიოდი დოლარის კარდანო მოიპარეს.
ბირჟაზე განხროციელებული ჰაკერული თავდასხმის შესახებ ბირჟის Twitter-ის პოსტიდან გახდა ცნობილი.
ბირჟის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰაკერების თავდასხმის შესახებ მალევე გახდა ცნობილი, რის გამოც Bitrue-მა გარკვეული პერიოდით საქმიანობა შეაჩერა.
Bitrue-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირჟა დაზარალებულ მომხმარებელს დანაკლისს სრულად აუნაზღაურებს.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. ბირჟის დაჰაკვის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენგპენგ ზაომ შემთხვევის შესახებ Twitter-ზე დაწერა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟიდან დაახლოებით 40.7 მილიონი დოლარია მოპარული. ბირჟაზე თავდასხმის დროს უსაფრთხოების დარღვევის შესახებ სისტემამ მაშინვე მიიღო ინფორმაცია, თუმცა ჰაკერებმა 7.000 ბიტკონის მოპარვა მაინც მოახერხეს.